logo
ENG



ევროპული სოციალისტები - "პატრიოტების" ყოფილმა წევრებმა ახალი პარტია ოფიცალურად დააფუძნეს

09 იან 202117:27
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/09/zcogr4ay0rp2ka0.jpg

პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შესულმა დეპუტატებმა ახალი პარტია, ევროპული სოციალისტები ოფიციალურად დააფუძნეს.

პარტიაში ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ავთანდილ ენუქიძე არიან.

პარტიის ყრილობა დღეს, 9 იანვარს გაიმართა, სადაც ევროპული სოციალისტების თავჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს. 

ფრიდონ ინჯიამ, დავით ზილფიმიანმა, გელა მიქაძემ და ავთანდილ ენუქიძემ პატრიოტთა ალიანსი 5 იანვარს დატოვეს. ყოფილი თანაპარტიელების, ისევე როგორც, სრულიად ოპოზიციური სპექტრის საპარლამენტო ბოიკოტის მიუხედავად, ყოფილი "პატრიოტები" პარლამენტში შევიდნენ და პარტია ევროპული სოციალისტები ჩამოაყალიბეს. 

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება. ისინი 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების ფასილიტაციით მიმდინარეობს, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ. ჩატარდა 4 რაუნდი. შესაძლოა, იანვრის თვეში მე-5 რაუნდიც გაიმართოს.

ოპოზიციის ბოიკოტის გამო, 2020 წლის 11 დეკემბერს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. 


close დახურვა